ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 163 შემთხვევა დაადასტურა, გარდაცვლილია 1 ადამიანი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 480 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 65 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 101 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 30 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, აქედან 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში - 37, ხოლო ტყვარჩელში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 18 162 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 573, გარდაიცვალა 255 პირი.

ინფორმაციისთვის, სოხუმმა ეპიდვითარების გაუარესების გამო  2021 წლის 5 ივლისიდან შეზღუდვები დააწესა, რომელთა თანახმად, დახურულ სივრცეში იკრძალება ქორწილების, საზეიმო , სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.