საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან (ვიდეო)
18:34 / 11.05.2016
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საფეხბურთო კლუბის
„ზუგდიდი-ზუგდიდის“ თანმაშრომელის დაკავებას
მისი ახლობლები აპროტესტებენ. სასამართლოსთან ხმაური
მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით 70
წლის ამბაკო ქობალიას წელიწად ნახევარი მიესაჯა.
ახლობლების განმარტებით, მსჯავრდებულმა ძმის სავარაუდო მკვლელს
მანქანის საქარე მინა დაუზიანა.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი-ზუგდიდის“ დირექტორის გელა ინალიშვილის
თქმით, ამბაკო ქობალია უსამართლოდ არის დაკავებული და საფეხბურთო
კლუბის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ სამართლიანობის
აღდგენისთვის.
„დაკავებული არის ჩვენი თანმშრომელი, რომელსაც წლების წინ მოუკლეს
ძმა, ხოლო მის მკვლელს შემთხვევით ქალაქში შეხვდა და მანქანის მინა
ჩაუმტვრია. ამის გამო მიესაჯა წელიწად ნახევარი, მთელი ჩემი
კოლექტივით ამ უსამართლობას ვეწინააღმდეგებით“- გელა ინალიშვილმა
GLC-ის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პროექტის,"იდეა შესაძლებლობაა" ფარგლებში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით საკვები პროდუქტები შეიძინეს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები