ახალი ამბები
ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის სლოვაკეთმა 39 ათასი ევრო გამოყო
სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა სამეგრელო - ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, გალის რაიონში მყოფი ადამიანებისთვის ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის მნიშნელობას და თქვა, რომ "სლოვაკეთის მხრიდან გაღებული ეს მცირე დახმარება ხელს შეუწყობს სკრინინგ-ცენტრის საქმიანობას".

"ყველაფერი, რასაც ეუთო აკეთებს, იქნება ეს უსაფრთხოებასთან, თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, გამიზნულია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ჩვენი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დევიზიც სწორედ ეს არის - კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრებას" - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.