ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია გზების მოწესრიგების მოთხოვნით მათ გადაკეტვას აპირებს (ვიდეო)
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და სავარაუდოდ, ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ხელისუფლებას ზუგდიდის რამდენიმე უბანში ქუჩების მოსაწესრიგებლად ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზების გადაკეტვით იმუქრება.  ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თამარ მეფის ქუჩაზე განუცხადა, სადაც არსებულ ვითარება გააპროტესტა და ადგილობრივი მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.
ჯგუშიამ დაზიანებულ გზის მონაკვეთზე სიმბოლურად ნარცისები დადო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტს სწავლობს.

„ვაგრძელებ ნარცისების რევოლუციას. თენგიზ ჯგუშიას, როგორც ზუგდიდის მომავალი მერის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება გზები, ტრანსპორტი და ეს ინფრასტრუქტურა. გაწამებულია მოსახლეობა, განსაკუთრებული სიმწვავით დგას ეს პრობლემა და ამის მთავარი პრობლემა არის კორუფცია. მე ამ დღეებში შევისწავლე ბიუჯეტის ანალიზი და ცხადია, რომ იპარავენ და იპარავენ ამ გზების ხარჯზე. დეტალურად შევისწავლი, რამდენია "ატკატებისთვის" გადამისამართებული და რამდენს აპირებენ, რეალურად რამდენი სჭირდება გზებს. ყველაზე მაგრად ხალხს ატყავებენ გზების ხარჯზე. ზუგდიდს სჭირდება სწორი დაგეგმარება და მომჭირნეობა“, - აღნიშნა ჯგუშიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია ზუგდიდში, თამარ მეფისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე გზების რებილიტაციისთვის.

მერიაში ასევე ამბობენ, რომ ქალაქში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.

"გზების რეაბილიტაციისთვის წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მილიონი ლარია გამოყოფილი და ეს შეადგენს ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს", - უთხრეს რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება კორუფციულ ნაწილს, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ბრალდება არასერიოზულია და წარმოადგენს ცილისწამებას.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.