ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზუგდიდში მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას ითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერისას მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას ითხოვს. რადიო „ათინათი“ საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია ოდიშის ინფორმაციით, 14 მაისს ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ მათ რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს. ტელევიზიამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიოს მომხდარი შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ჟურნალისტების ფუნქციაა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენების, კანდიდატების სამართლიანად, მიუკერძოებლად გაშუქება. სწორედ მედიის საშუალებით იღებენ ამომრჩევლები იმ ინფორმაციას, რაც მათ კენჭისყრის დღეს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინცინდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ყოველი გამოუძიებელი ინცინდენტი ხელს უწყობს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიის წახალისებას.

ქარტია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს თუ აქტივისტებს თავი შეიკავონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის რაიმე ფორმეს გამოყენებისგან და შეახსენებს როგორც მათ, ასევე მთელ საზოგადოებას, რომ არამხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

ქარტია ასევე მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს უზურნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა წინასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.