ახალი ამბები
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი ოფისი აქვს (ვიდეო)
ზუგდიდში, რუსთაველის #93- ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გახსნა. ის 14 წლის განმავლობაში რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე ფუნქციონირებდა. ცენტრის, დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, აღნიშნული სამსახური 12 მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და  C ჰეპატიტის სკრინინგი. მისივე ინფორმაციით, ცენტრის პერსონალი ბენეფიციარებს კარდაკარის პრინციპით გაუწევს მომსახურებას.

„ჩვენი სამსახური ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ეს არის ინტეგრირებული სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რომელიც გულისხმობს c ჰეპატიტის, აივ ინფექციისა/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგს. ჩვენი ექიმები და ექთნები დადიან კარდაკარ და ადგილზე სთავაზობენ ბენეფიციარებს სკრინინგის პროგრამაში ჩართვას. შესაბამისად, თუ ვინმეს არ აქვს იმის საშუალება, რომ მიმართოს ექიმს სამედიცინო დაწესებულებაში, ჩვენი პერსონალი აუცილებლად სახლში მიაკითხავს მას. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით აგვისტოდან უფასო ხდება c ჰეპატიტისა დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ამ ოფისის გახსნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ ხელისუფლებას. ოფისი არის გარემონტებული,  არის სასიამოვნო გარემო. 14 წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ვიყავით რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე და ამისთვისაც დიდი მადლობა მათ“, - აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.

ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში გაწეული შრომისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და მათ სიგელები გადასცა. 

28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
19 / სექტემბერი 2025
ძველ სამეგრელოში "ანთარი" იყო საქონლისა და ოჯახური კერის მფარველი სული. მას ევედრებოდნენ ოჯახის დაცვას და პირუტყვის გამრავლებას.
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.