ზუგდიდის ბოტანიკურის შესასვლელებთან ველოსადგომები განთავსდა
13:55 / 26.05.2020
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში ველოსადგომები დამონტაჟდა. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში რადიო "ათინათს" უთხრეს, სადგომები მოეწყო ბაღის ორივე შესასვლელთან. ამავე ცნობით, ველოპარკინგისთვის სულ გათვალისწინებულია 16 ადგილი. "კამერები არის აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხშირად ექმნებოდათ მოქალაქეებს დისკომფორტი, რადგან ბოტანიკურში ველოსიპედით გადაადგილება არ არის შესაძლებელი. ახლა მათ შეუძლიათ ამ სადგომით ისარგებლონ", - გვითხრეს ბოტანიკურის ადმინისტრაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ბოტანიკური ვიზიტორებისთვის 11 მაისიდან გაიხსნა. ზუგდიდის მერის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა წლის ბოლომდე უფასო იქნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები