ახალი ამბები
იდლიანში ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება (აუდიო)
მესტიის სოფელ იდლიანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი თანდათან დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება და საკარმიდამო ნაკვეთებამდე 200-300 მეტრია დარჩენილი. ამის შესახებ რადიო „ათინათს" სოფლის რწმუნებულმა უთხრა. ბეჯან ჭკადუას თქმით, თუ ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.

„ვერტმფრენს, რომელიც ახლა მთის მხარეს აქრობს ხანძარს, ვთხოვეთ ახლა აქეთ წამოვიდეს. თუ ასე გაგრძელდა ძალიან საშიში იქნება... ახლაც, უკვე ძალიან ძლიერი დაკვამლიანებაა. სტიქიასთან ახლოს ყველაზე ახლოს ორი ოჯახია, სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ცეცხლთან“, - თქვა ბეჟან ჭკადუამ.
ერთ-ერთი ადგილობრივი ავთანდილ კვანჭიანი ამბობს, რომ ვითარება თანდათან რთულდება და საჭიროა ორი ოჯახის ევაკუაცია.

„მათი ღობე უკვე დამწვარია, ძალიან ახლოსაა ცეცხლი და ეს ადამიანები უნდა მოვაშოროთ იმ ადგილს“, - გვითხრა იდლიანის მკვიდრმა.

რწმუნებულის ინფორმაციით, სტიქიასთან ახლოს 10-მდე ოჯახი ცხოვრობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.