ახალი ამბები
ზუგდიდში "1 000 მშობლის მარშს" შეუერთდნენ
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ "1 000 მშობლის მარშს" ზუგდიდშიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ქალთა მოძრაობის კამპანიის "პროტესტის 100 დღე" ძირითად მოთხოვნებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ჩვენ მივეცით სახელმწიფოს დრო, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ველოდებით ქმედით ნაბიჯებს, იმისთვის რომ ქალთა საკითხები დადგეს დღის წესრიგში. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტატისტიკა და ყოველდღიურად მატულობს ძალადობის შემზარავი ფაქტები. თითოეული მშობელი, ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ციცინო შენგელიამ.

აქციაზე შეკრებილები სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლის შეცვლას და პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნას ითხოვენ, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, კამპანიის მიზანია სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ. ასევე, აქციის მონაწილეები ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ.

აქციათა ციკლი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქობულეთში 14 წლის გოგომ გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე ასევე დაკავებულია გარდაცვლილი გოგოს ბაბუა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.