ახალი ამბები
თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის ჩადენილისთვის, აფხაზეთში მიესალმებიან ამ ნაბიჯს - შამბა
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.

მათი განმარტებით, შეხვედრისას სერგეი შამბამ განაცხადა, რომ "თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის ჩადენილისთვის, აფხაზეთში მიესალმებიან შერიგებისკენ გადადგმულ ასეთ პირველ ნაბიჯს".
მისივე მტკიცებით, საქართველომ უარი უნდა თქვას აფხაზეთთან ურთიერთობების ხელისშემშლელ ფორმულირებებზე, კერძოდ, ე.წ. "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ განხილვებზე.

"აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არ ექვემდებარება რაიმე განხილვას", - დასძინა ე.წ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას. თანათავმჯდომარეებთან ასევე განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საკითხი.

შეგახსენებთ, იქამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა და ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი დადებითად აღიქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ ბოდიში არ შეცვლის სიტუაციას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.