ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოსთვის ახალი გეოლოგიური რუკები მომზადდა - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2023-2024 წლებში, იმერეთის (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხონი, ვანი და ბაღდათი), სამეგრელოს (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი, აბაშა), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) და გურიის (ლანჩხუთი) მხარეებში გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, მომზადდა 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკები, ასევე, მინერალური რესურსებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

"აღსანიშნავია, რომ მითითებულ ტერიტორიებზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა არ განხორციელებულა. 2014-2023 წლებში მომზადდა კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გურიის ნაწილების სახელმწიფო გეოლოგიური რუკები.

გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, მათ შორის, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, მიწისქვეშა წყლების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის გეოლოგიური კვლევებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური პრობლემების მართვის თვალსაზრისით", - განმარტავს სააგენტო.

როგორც ისინი აღნიშნავენ, დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაცულ არქივში შეუძლიათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / მაისი 2025
სოხუმში სროლა იყო, მოკლულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას მედია კლუბი „Аҧсны.иахьа“ ავრცელებს.
09 / მაისი 2025
აფხაზეთისა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოსკოვში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
09 / მაისი 2025
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი თარბეი (თაბო) არქანია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ახლობლებმა დაადასტურეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.