ახალი ამბები
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს (ფოტო)
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.

ისინი პერიოდულად ჩერდებოდნენ ზებრა გადასასვლელებთან და რამდენიმე წუთით კეტავდნენ მოძრაობას.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერით: "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს", "არჩევნები გაყალბდა" და სხვ.

ასევე, მათ ეკეთათ სტიკერები, თეთრ ფონზე შავი ლაქით, რომელიც, მათი თქმით, არჩევნებზე ფარულობის დარღვევის სიმბოლოდ იქცა.

მსვლელობისას აქციის მონაწილეებს მოქალაქეების ნაწილი შეძახილებით ამხნევებდა. პროტესტანტებმა დროებით გაჩერებული მანქანების მძღოლებს სტიკერები გადასცეს და მოუწოდეს, შეერთებოდნენ მათ.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

"დღევანდელი აქცია არის მოსამზადებელი, იმისთვის რომ ხალხმა იცოდეს რომ არ დუმს ზუგდიდი, ვდგავართ, ვაპროტესტებთ, შესაბამისად, აქციებს ექნება პერმანენტული სახე", - განაცხადა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ.

პროტესტი მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გაგრძელდა, რომელიც აქციის ორგანიზატორების ცნობით, არჩევნების გაყალბების მთავარი დანიშნულების ადგილი იყო.

დღევანდელი აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან დასრულდა, სადაც მონაწილეებმა საპროტესტო სტიკერები გააკრეს და განაცხადეს, რომ აუცილებელია საჯარო მოხელეების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება.

მანამდე, აქცია, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან იმართებოდა. მისი მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

უფრო ადრე, აქცია, სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა" "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა" დააანონსა.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, არჩევნების შედეგებს რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. პროტესტს ზსსუ-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი მე-4 დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათევენ.

ამავე თემაზე: 

"სამშობლო არ იყიდება, ზუგდიდი ირჩევს ევროპას" - ქალაქში საპროტესტო წარწერები ისევ გამოჩნდა (ფოტო)

ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა (ფოტო)

"გაჟონილია" - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე ბანერი გადმოფინეს

ზუგდიდში ბიუსტებსა და ძეგლებს პროტესტის ნიშნად შავი ლაქა გააკრეს (ფოტო)

"გაჟონა მასწ" - ზუგდიდში საპროტესტო სტენსილი გამოჩნდა (ფოტო)

"არჩევნები გაყალბდა სახელოვნად" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა (ფოტო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2025
ცნობილია, რომ კოლხები რკინის მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი პიონერები არიან.დღემდე შემორჩენილია არაერთი მეგრული ტოპონიმი , რომელიც პირდაპირ მიუთითებს რკინის წარმოებაზე და დამზადებაზე.მთავარი ამ საქმეშია მჭედელი-ჭკადუ, ,,კინაშ ჭკადუ“ ის მეგრელთა წარმოდგენით, სოფელში საპატიო და ამავე დროს ისეთ პირად იყო მიჩნეული, რომელიც განგებასთან იყო დაკავშირებული. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ჭკადუშ“ ინსტიტუტზე, მის ხელობაზე და მითებზე.
08 / მაისი 2025
ნიჟნი ნოვგოროდი სოხუმის რეისი, რომელიც ადრე გადაიდო, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა.
08 / მაისი 2025
სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და 89 691 პირს მიაღწია.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.