ახალი ამბები
ენერგოკრიზისის გამო, სოხუმს, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდეს
სოხუმში აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვები, „მარაოსებრი“ გრაფიკი, არ არის ეფექტიანი და არ იძლევა ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ეკონომიას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ძირითადად, მაინერები მოიხმარენ. ამის შესახებ „აბაზა ტვ“ - ს „ჩერნომორენერგოს“ წარმოამადგენლებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, რაც შეეხება, უკანონო მაინინგთან ბრძოლას, ინტერნეტის გათიშვაც არ იქნება გამოსავალი, რადგან მაინერები სატელიტურ ინტერნეტს იყენებენ.

ამავე ცნობით, ე.წ. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაინერებს, რომ გათიშონ თავიანთი აპარატები ელექტროქსელიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწევთ.

ამასთან, ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზე რჩება და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ სოხუმი რუსულ ელექტროენერგიაში კომერციულ ფასს ვერ გადაიხდის. 

აფხაზური მედიის თანახმად, „აფხაზეთის ენერგოსექტორში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით“, 11 - დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სკოლებსა და ბაღებში.

უფრო ადრე, კომპანია "ჩერნომორენერგომ" განაცხადა, რომ დღისით მოსახლეობას ელექტროენერგიას მხოლოდ 4 საათით და 40 წუთით მიაწვდიან. 

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.