ახალი ამბები
იანვრიდან პარლამენტის წევრის ხელფასი 2,5 - ჯერ გაიზარდა, ხოლო პენსია - 35 ლარით
საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან იზრდება პენსიების მოცულობა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.
ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.

ამავე ცნობით, 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით.

ასევე, 35 ლარით იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემელი იზრდება 35 ლარით.

ამასთან ერთად, პირველი იანვრიდან იზრდება საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი.

"რადიო თავისუფლების" თანახმად, კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით ის თითქმის ორჯერ, 8250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა, პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებით, ის 2.5 - ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი 6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაეზრდება, ხოლო პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი 11 680 ლარამდე გაიზრდება, მანამდე ის 4 624 ლარს შეადგენდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.