ახალი ამბები
რუსული რეჟიმის წნეხი ზუგდიდშიც აქტიურ ფაზაში შევიდა - ზუგდიდში მორიგი აქცია დაანონსდა
ზუგდიდში, 17:00 საათზე სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროევროპული აქცია დღესაც გაიმართება. ამის შესახებ სამოქალაქო სოლიდარობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

ორგანიზატორების თქმით, რუსული რეჟიმის წნეხი ზუგდიდშიც აქტიურ ფაზაში შევიდა და მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ქვეყნის მომავლისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლა პროტესტის 48-ე დღესაც გააგრძელონ.

"წუხელ პოლიციურმა ძალებმა ადმინისტრაციული წესით დაკავეს აქციის მონაწილე მარიამ სიჭინავა, რომელიც ამჟამად სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დღეს 14:00 და 15:00 საათზე ზუგდიდში სასამართლო სხდომა აქვთ ასევე აქციის მონაწილეებს - ცაბუნია ვართაგავას და კერენ ესებუას. რეჟიმს ჰგონია, რომ ძალადობრივი მეთოდებით შეძლებს პროტესტის განეიტრალებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სიჭინავა, 13 იანვარს, ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების დროს დააკავეს. მანამდე, აქციებზე ბალაკლავის ტარებისთვის სიჭინავა ექვსჯერ, ესებუა ოთხჯერ, ვართაგავა კი ერთხელ დააჯარიმეს.


ამავე თემაზე:

მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი

ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.