ახალი ამბები
„სოხუმის ჰესთან“ დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, - ნანბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის „მინისტრი“ ჯანსუხ ნანბა „უკანონოდ მიიჩნევს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის შპს სოხუმის ჰიდროელექტროსადგურისთვის გადაცემის შესახებ“. გამოცემა „აიაშარა“ წერს ამის შესახებ.

ამავე ცნობით, მანამდე, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, „ენერგეტიკის სამინისტროს“ დაავალა, „გადაუდებელი ზომები მიიღოს იმ კანონების აღსასრულებლად, რომლებიც კრძალავს ენერგეტიკული ობიექტების, რომლებიც ექსკლუზიურად სახელმწიფო საკუთრებაა, კერძო საკუთრებაში გადაცემას“.

20 კმ-მდე სიგრძის და 110 კვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ბალანსზე ირიცხებოდა კერძო საკუთრებაში გადაეცა შპს „სოხუმი ჰესს“. შესაბამისი გადაწყვეტილება, „საარბიტრაჟო სასამართლომ“ მიიღო.

აფხაზური მედიის თანახმად, სოხუმის ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი ე.წ. პარლამენტის წევრი რეზო ზანთარიაა.  ამავე ინფორმაციით, 2012 წელს, როგორც „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა, ზანთარიამ „სოხუმის ჰიდროელექტროსადგური საკუთარ თავს გადასცა“.

ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოს, აფხაზური ტელეგრამის არხმა „აიაშარამ“ გაავრცელა ინფორმაცია „ვარდნილჰესი II “- ის „რეიდერული მიტაცების“ შესახებ.


მასში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში მდებარე უმოქმედო ელექტროსადგურზე ე.წ. პარლამენტის „დეპუტატმა“ რეზო ზანთარიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და "სადგური მის კუთვნილებაშია". თუმცა, მათივე თქმით, დე ფაქტო მთავრობაში, არავის განუცხადებია მისი არც გასხვისების, არც იჯარით გაცემის თაობაზე.

მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გალის რაიონში „ვარდნილჰესი II“ - ზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შესახებ გაფრთხილება გასცა.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.