ახალი ამბები
ბადრა გუნბამ „მინისტრთა კაბინეტი“ დაამტკიცა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა და „მთავრობის“ წევრები დაამტკიცა, წერს "აფსნიპრესი". 

ამავე ცნობით, დე ფაქტო ვიცე-პრეპრემიერები იქნებიან:

• ჯანსუხ ნანბა;
• ტარას ხაგბა;
• ვარაზდატ მინოსიანი;
• რობერტ კიუტი;
• იატირ აჟიბა.

დე ფაქტო საგარეო უწყებას სერგეი შამბას ნაცვლად ოლეგ ბარციცი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნბას ერთ-ერთი კონკურენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი არ შეიცვალა, მათ შორის თავდაცვის მინისტრად ისევ ვლადიმირ ანუა დაინიშნა.

დე ფაქტო სამინისტროებს უხელმღვანელებენ:
• საგარეო საქმეთა მიმართულებით - ოლეგ ბარციცი;
• კულტურის მიმართულებით - დაურ კოვე;
• თავდაცვის მიმართულებით -ვლადიმერ ანუა;
• ჯანდაცვის მიმართულებით -ედუარდ ბუტბა;
• შემოსავლების მიმართულებით - ედგარ ბენია;
• განათლების მიმართულებით - ხანა გუნბა;
• ფინანსთა მიმართულებით - საიდ გუბაზი;
• სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ბესლან ჯოპუა;
• იუსტიციის მიმართულებით - ანრი ბარციცი;
• ეკონომიკის მიმართულებით - თეიმურაზ მიქვაბია;
• ენერგეტიკის მიმართულებით - ბატალ მუშბა;
• სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით - რუსლან აჟბა.

აპრილის დასაწყისში ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმერ დელბა დანიშნა. ასლან ბჟანიას გადადგომამდე, ე.წ. პრემიერის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი იკავებდა.

2025 წლის 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შესრულებას.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.

"საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მარტს გაიმართა, დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბადრა გუნბამ მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

2 მარტს პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა, 5 მარტს კი კრემლში მიიღო, რა დროსაც აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.