ახალი ამბები
აპრილიდან აფხაზეთს ელექტროენერგიით სრულად ენგურჰესი ამარაგებს , - მედია
აფხაზეთი 1 აპრილიდან სრულად გადავიდა ენგურჰესიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე, ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, გრილი გაზაფხულის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 6.5-დან 7.5 მილიონ კვტ/სთ-მდე მერყეობს დღეში.

ჯინჯოლიამ დასძინა, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე 6 მაისის მონაცემებით 461.8 მეტრია. დღიური წყლის მოხმარება 262 მ³/წმ-ს აღწევდა, ზამთარში კი 28-30 მ³/წმ-ს შეადგენდა.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რესპუბლიკაში ელექტროენერგიის დეფიციტია ენგურჰესის ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი მოხმარების გამო. დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება.  

აპრილის დასაწყისში ტელეგრამის არხები იუწყებოდნენ, რომ 2025 წელს სოხუმს ისევ გააგრძელებს რუსული ელექტროენერგიის საბაზრო ფასებში შესყიდვას, დეფიციტის აღმოსაფხვრელად. მედია წერდა, რომ რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიის უფასო ნაკადი იწურება.

5 მარტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ახალარჩეულ „პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას კრემლში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს უფასო ელექტროენერგია 15 აპრილამდე მიაწოდა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა აფხაზური ტელევიზიის ეთერში.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.