ზატულინმა და ლავროვმა „განმარტეს“, თუ რატომ შეუჩერდა სოხუმს მოსკოვის დახმარება
მოსკოვის გადაწყვეტილებას სოხუმისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის პოლიტიკით ხსნიან, რაც, რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, „აუარესებს საინვესტიციო კლიმატს და ზიანს აყენებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს“.
ამის შესახებ, კერძოდ, დსთ-ს საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა „გაზეტა რუს“ განუცხადა.
„საკმაოდ დიდი ხანია, აფხაზეთის პარლამენტი გაურბის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული დაპირებების შესრულებას. მაგალითად, ის არ ცნობს საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხზე დოკუმენტი პარლამენტშია, მაგრამ დეპუტატები გადაწყვეტილებებს არ იღებენ პოპულისტური განწყობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ეჭვების კამპანიის გავლენით, რომელსაც აწარმოებს ზოგიერთი პირი (მათ შორის დეპუტატთა კორპუსიდან). როგორც ვიცი, ეს არის ახსნა. ყველაფერი დანარჩენი, როგორც მე მესმის, შემდგომი მოლაპარაკებების და დისკუსიების პროცესშია“, - განაცხადა ზატულინმა.
მეტიც, რუსი პოლიტიკოსი თვლის, რომ აფხაზი „აქტიური უმცირესობა“ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ცდილობს, „ყოველი ასეთი შეთანხმების უკან აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის რაიმე სახის საფრთხე დაინახოს“ . მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას „მესამე სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციები აწარმოებენ, რომლებიც უცხოეთიდან, უცხოური გრანტებით ფინანსდებიან“.
თემას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა, RBC - სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სოციალური გადასახადების შეჩერება არ ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას, არამედ საუბარია "იმ ვალდებულებების ბალანსის შენარჩუნებაზე, რაც ორი ქვეყნის მთავრობებმა აიღეს თავის თავზე".
მან აღნიშნა, რომ აგვისტოში , როდესაც სერგეი შამბას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ეს უკანასკნელი რუსეთში მიიწვია. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება უახლოეს დროში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, სხვა რუსული უწყებები, თავიანთ სოხუმელ კოლეგებთან აგრძელებენ შესაბამის მუშაობას.
„... რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა დეპარტამენტები და მათი კოლეგები სოხუმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მაგრამ, კიდევ ერთხელ, მთავარია ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული და დამტკიცებულია პრეზიდენტების მიერ“, - განაცხადა მან.
შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, მისი განცხადებით, კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლიდან გამომდინარეობს.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი სოხუმს შემდეგ პირობებს უყენებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა.

მასალის გამოყენების პირობები