მულტიმედია
ქალთა საფეხბურთო კლუბი ზუგდიდში - სპორტსმენების ყოველდღიურობა და სურვილები (ფოტო)
ქალთა საფეხბურთო კლუბი "ფენიქსში" 15 გოგონა თამაშობს.

В женском футбольном клубе "Феникс" играют 15 девушек.

აქ ერთად ვარჯიშობენ ზუგდიდელი, მარტვილელი, ქუთაისელი და თერჯოლელი ფეხბურთელები.

Здесь вместе тренируются футболистки из Зугдиди, Мартвили, Кутаиси и Терджолы.

გუნდის ყველაზე პატარა წევრი 13 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 22-ის.

Самой младшей участнице комманды 13 лет, а самой старшей – 22 года.

ისინი კვირაში 3-4-ჯერ იკრიბებიან და მოედანზე რამდენიმე საათს ატარებენ.

Они встречаются 3-4 раза в неделю и проводят на поле по несколько часов.

უფრო ხშირად ფეხბურთელი გოგონები სოფელ კახათის სტადიონზე იკრიბებიან, ხან ახალაბასთუმნის სკოლის მოედანზე ვარჯიშობენ, რადგან საკუთარი სავარჯიშო მოედანი არ აქვთ.

Чаще футболистки собираются на стадионе поселка Кахати, иногда тренируются на школьном поле Ахалабастумни, так как своей тренировочной площадки у них нет.

მათ საბა ქობალია და ბადრი ქადარია უსასყიდლოდ მას შემდეგ წვრთნიან, რაც 2020 წელს კლუბი დაარეგისტრირეს.

Их безвозмездно тренируют Саба Кобалия и Бадри Кадария, с тех пор, как они зарегистрировали клуб в 2020 году.

საბა ამბობს, რომ  არ უჭირს სპორტსმენ თინეიჯერ გოგონებთან საერთო ენის გამონახვა, რადგან მათი ურთიერთობა პატივისცემასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული.

Саба говорит, что найти общий язык со спортсменками, девочками-подростками им несложно, ведь их отношения основаны на уважении и дружбе.

მწვრთნელები და ფეხბურთელები ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატებებით ამაყობენ. მაგალითად, შარშან კლუბი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა, ახლახან კი გუნდის რამდენიმე მოთამაშე ასაკობრივ ნაკრებში გაიწვიეს.

Спортсмены и футболисты гордятся своими успехами, которых достигают шаг за шагом. Например, в прошлом году клуб дошел до полуфинала Кубка Грузии, а недавно несколько игроков команды позвали в возрастную группу сборной.

ფეხბურთი და ჯანსაღი ცხოვრების წესი გოგონებზე დადებით გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სტერეოტიპსა და კლიშეს აწყდებიან, ისინი მოტივაციას არ კარგავენ.

Футбол и здоровый образ жизни положительно сказываются на девушках. Несмотря на то, что они сталкиваются со многими стереотипами и клише, они не теряют своей мотивации.

"გუნდში მოთამაშეთა გაწევრიანებისთვის მთავარია სურვილი და მონდომება",  - გვეუბნება საბა.

"Для того, чтобы присоединиться к команде игроков, нужно только желание и решимость", - говорит нам Саба.

ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ქალაქში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის კლუბი კერძო სპონსორმა უნდა დააფინანსოს.

Тренер юных футболисток считает, что для развития женского футбола в городе клуб должен финансироваться частным спонсором.

ამ ეტაპზე მინიმალურ დაფინანსებას გუნდი ფეხბურთის განვითარების ფონდიდან იღებს.

На данном этапе команда получает минимальное финансирование от Фонда развития футбола.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.