სტატია
გადაადგილება სამშობლოში სიცოცხლის ფასად - ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი (ვიდეო)
65 წლის ოთარ ჯობავა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა გუშინ გამორიყა. მისი ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა, დაახლოებით, დღის 12 საათისთვის იპოვა. აქ ვარაუდობენ, რომ გალის მკვიდრი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა და დაახრჩო. ორსანტიაში ყვებიან, რომ ოთარ ჯობავა მდინარის გადმოლახვას პენსიასთან დაკავშირებული საბუთების მოსაგვარებლად ცდილობდა. ერთადერთ გზად კი ზუგდიდში მოსახვედრად, ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის პირობებში ენგურის გადმოცურვა მიიჩნია.

„გაჭირვებამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ალბათ. გაჭირვებამ ჩაიყვანა წყალში. არ ჰქონდა სხვა გზა, ენგურის ხიდი ჩაკეტილია, სხვაგან გადმოსასვლელი არსადაა, რა უნდა ექნა. საწყალი... არ აქვთ საშუალება გადმოვიდნენ და წვალობენ“, - სინანულით ამბობენ ორსანტიელები, რომელთა სახლიდან თვალის გასაწვდენ მოკლე მანძილზე ოტობაია, ოკუპირებული გალის კიდევ ერთი სოფელი ჩანს.

სოფელ ოქუმში ოთარ ჯობავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებს ცხედარი არ უნახავთ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან, ჯობავა კი ნათესავის სახლში, ზუგდიდშია დასვენებული. ზუგდიდში ახლობლები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მათი ნათესავი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. უცნობია, როდის გადაასვენებენ გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა განსაკუთრებით მას შემდეგ გაჭირდა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ზუგდიდში გადმოსასვლელი რამდენიმე პუნქტიდან მხოლოდ ერთი დატოვა ღია.

ახლა კი, დანარჩენ საქართველომდე მოსასვლელი მავთულხლართებისგან თავისუფალი ერთადერთი გზა - ენგურის ხიდიც დაკეტილია და პანდემიის პრევენციის საბაბით, პერიოდულად, მხოლოდ რამდენიმე დღით იხსნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.