ახალი ამბები
დღეიდან ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება
დღეიდან, 9 ნოემბრიდან შევა ძალაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და თბილისში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც 22:00 საათიდან აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი გადაადგილება მოუწევთ, ცხელ ხაზზე დარეკვით, დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 7 ნოემბერს მიიღო. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, წარმატებულ პედაგოგებს ლელა ბულიასა და მაყვალა სოსელიას მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ”Tied Financial Donation”-ის ფარგლებში, ჩეხური სამედიცინო აპარატურა მიიღო.
კორონავირუსი
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 95 წლამდე ქალი აბაშის მკვიდრია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო მნაცემებით, 257 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 65 -ს კორონავირუსი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 288 ადამიანი მკურნალობს, მათგან 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
საზოგადოება
წალენჯიხის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით ნახატები გამოფინეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურად, სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია.
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. კერძის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტყემალი ტრადიციულ წვნიანს უფრო გემრიელ არომატს სძენს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის
23 / აპრილი 2021
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,
23 / აპრილი 2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.