ახალი ამბები
ზუგდიდში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,  ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება. ამავე ცნობით, საავტომობილო გზებზე ცალმხრივი მოძრაობა მიმდინარე წლის 12 მაისიდან ამოქმედდება.



მძღოლები ცალმხრივად შემდეგ ქუჩებზე იმოძრავებენ:


ზვ.გამსახურდიას გამზირის და კედიას ქუჩის კვეთიდან კედიასა და მეუნარგიას ქუჩის კვეთამდე.

ასევე კედიასა და კოსტავას კვეთიდან, კედიას ქუჩის და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთამდე.

ზვ.გამსახურდიას გამზირის და ნარმანიას ქუჩის კვეთიდან ნარმანიას და კოსტავას ქუჩის კვეთამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად.

ასევე ცალმხრივი გადაადგილება იქნება კედიასა და ვახტანგ VI-ის ქუჩის კვეთიდან კედიას და კიტიას ქუჩის კვეთამდე.

გამარჯვებისა და კედიას ქუჩის კვეთიდან გამარჯვების ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომობილები იმოძრავებენ მხოლოდ ცალმხრივად.

მოძრაობა კ. გამსახურდიას ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და აღმაშენებლის ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი.

მძღოლები ცლმხრივად იმოძრავებენ რუსთაველისა და სანკტ. პეტერბურგის ქუჩის კვეთიდან სანკტ პეტერბურგის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთამდე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.