ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან ხმაურია - გარემოვაჭრეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ
ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. შეკრებილები მამუკა წოწერიასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მერიის შენობასთან იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და გარე ვაჭრობის უფლებას არ მიიღებენ.

"ვითხოვთ ჩამობრძანდეს ბატონი მამუკა და დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები, თუ არა და ვაგრძელებთ აქციებს, იქნება უწყვეტი პროტესტი, როგორც მანამდე ვაკეთებდით. ჩვენ არ გვიხარია წვიმაში და ქარში დგომა, უბრალოდ გამოუვალ სიტუაციაში ვართ. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ფარულავამ.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და შეკრებილებს უთხრა, რომ გარევაჭრობა უკანონობაა. ნანავას თქმითგარემოვაჭრეებს მერიამ ალტერნატიული სივრცე შესთავაზა, თუმცა პროტესტის მონაწილეების თქმით, ამ სივრცეში ისინი საქმიანობას ვერ განახორციელებენ.

მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რომ მაისის თვიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად მუშაობას მაინც განაახლებენ.

გასულ კვირაში, 1 მაისს ზუგდიდის მერიასთან მოვაჭრეების აქცია შიდა მოვაჭრეებმა გამართეს გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით. მაშინ, მათ მერის მოადგილისგან, ბესიკ ჭეჟიასგან, პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს დილიდან დაკეტილი ბაზრის კარები. თუმცა, განაცხადეს, რომ პერმანენტული აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შიდა მოვაჭრეების თქმით, მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან. ისინი მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვენ.

ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა მრავალი წელია დგას. ბაზრის გარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და ზუგდიდის მერიას შორის ამ საკითხზე უთანხმოება დღემდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს, ბაზრის შიდატერიტორიას სთავაზობს, თუმცა ამ წინადადებას მოვაჭრეები არ თანხმდებიან, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ მომხმარებელი არ შედის.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის მერიასთან ამჯერად გარემოვაჭრეები მართავენ აქციას
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და მისი სწორად მართვა ის საქმეა, რომელზეც ბევრი ფიქრობს და მარტივიც ჰგონია, თუმცა სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის განსაზღვრასა და თითოეული ნაბიჯის დაფიქრებულად და წინდახედულად გადადგმას მოითხოვს.
პირველი მოდელების გამოსვლიდან დღემდე, ტელევიზორმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა და ყოველწლიურად სულ უფრო კარგი ხარისხისა და დიდი შესაძლებლობების მქონე მოდელებს გვთავაზობენ მწარმოებლები.
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2023
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
08 / დეკემბერი 2023
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება), გზის სავალი ნაწილი 8-დან 15 დეკემბრის ჩათვლით შევიწროვდება. შესაბამის ინფორმაციას საავტომობილო გზების
08 / დეკემბერი 2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობა სახანძრო-სამაშველო პუნქტის მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / დეკემბერი 2023
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.