ახალი ამბები
გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედარს ვარდნილჰესის არხის შემდეგ ზღვის აკვატორიაში ეძებენ
აფხაზეთში მაშველები ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ, რისთვისაც გალის წყალსაცავი წყლისგან დაცალეს, წერს "გალმედია" , გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"ენგურჰესის ხელმძღვანელობის, კერძოდ, დირექტორის, ლევან მებონიას მხარდაჭერით, აქ, გალში შეჩერდა მცირე გენერაცია, გაზრდილია იქ, უფო მაღლა, რამაც შესაძლებელი გახადა არხის გადაკეტვა, დაცლა და ყველა სამძებრო სამუშაოების განხორციელება", - განაცხადა კონსტანტინე ფილიამ.

ამავე ცნობით, სოხუმიდან გალში ჩასულია "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" გამოცდილ მყვინთავთა ჯგუფი, უწყების ხელმძღვანელი, ლევ კვიცინია და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" წარმომადგენლები. 

მისივე განმარტებით, საძიებო სამუშაოები ორივე არხზე ჩატარდა, თუმცა ცხედარი ვერ იპოვეს. ფილიას ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წყალმა ცხედარი ზღვაში გაიტანა. საძიებო სამუშაოები გრძელდება.

გალის რაიონის "შინაგან საქმეთა დეპარტამენტის" უფროსის, ბესლან ჟვანიას განცხადებით, სამუშაოები, რომელშიც 15 - მდე ეკიპაჟია ჩართული, სოფელ პრიმორსკის არხის გასწვრივ, ასევე ზღვის სანაპიროზე, მდინარე ენგურისა და ოჩამჩირეს მიმართულებით, ასევე გალში ვარდნილჰესი - III  ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში მუშაობენ. მაშველები ასევე იყენებენ დრონს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა გუშინ, 3 აგვისტოს დაადასტურა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


ამავე თემაზე: 

მოკლული ბახტაძის ცხედარი მკვლელმა მდინარე ენგურში ვარდნილჰეს 3-ში გადააგდო - ე.წ. გენპროკურატურა

დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი

"არიან ეჭვმიტანილები" - გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა დახმარებას ითხოვს

გალში ახალგაზრდა ქალს ეძებენ


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა!
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.