ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი აიღეს (ფოტო)
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ქალაქის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა დაზიანებულია და გამორთულია, გუშინ გვიან ღამით აიღეს.

შადრევნის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიამ ფეისბუქ გვერდზე წუხელვე გაავრცელა.

მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციიზე ტენდერია გამოცხადებული და უახლოეს მომავალში აღნიშნულ ადგილზე ახალი შადრევანი დამონტაჯდება.

ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე გამოცხადებულ ტენდერში ვკითხულობთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 14 000 ლარს დახარჯავს.

ცნობისთვის, 2018 წელს შადრევნის იერსახის შეცვლა მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა სცადა და ნაწილობრივ ლურჯად შეღება, თუმცა მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ისევ მწვანედ გადაღებეს. თავდაპირველად, შადრევანი 2005-2007 წლებში განთავსდა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა გამორთულია, მუნიციპალიტეტს ძირითადი ქონების სახით გადაეცა

მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე 

ზუგდიდის ცენტრალურ შადრევანს დიზაინი შეუცვალეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.