ახალი ამბები
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის პირველი ეტაპი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია და პოლიცია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით ფორმირებულმა ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა ქართულ სამხედრო შენაერთებს.საომარ მოქმედებებს სეპარატისტები რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერითა და მათთან კოორდინაციით ახორციელებდა.

სეპარატისტებმა რუსული სამხედრო ძალების დახმარებით აიღეს გაგრა. ქალაქში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას რამდენიმე ასეული სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძისა და ელცინის შეხვედრაზე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის, აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების შესახებ დოკუმენტს. შეთანხმება რუსულმა მხარემ დაარღვია.

აფხაზეთის ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან მოხდა, როდესაც ალყაშემორტყმული ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა რუსული არტილერიითა და ავიაციით, 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა.

არსებული ინფორმაციით, ომს 10 000-მდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ადამიანი კი დევნილად იქცა.


ფოტო: მაიკ გოლდვოტერი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.