ახალი ამბები
ზუგდიდის მერია მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად 20 000 ლარს გამოყოფს
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე და მიუსაფარი ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში განთავსებისთვის, ასევე, შესაბამისი ვეტერინარული მომსახურებისთვის, 20 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიუსაფარი ცხოველების დაჭერა და თავშესაფარში გადაყვანა უნდა მოხდეს ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით, სპეციალური სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.

ამასთან, გასაწევი მომსახურება ასევე ითვალისწინებს: დეჰელმენტიზაციას (დამუშავება ჭიებზე, გარე პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაციას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაციას (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით), სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში, მის ევთანაზიას (ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარი ექიმის მიერ შესაბამისი აქტი)

მიუსაფარი ძაღლის იზოლირებისას, თავშესაფარი ვალდებულია, ცხოველი მოგვიანებით პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ან ბუნებრივ არეალში დააბრუნოს.

ტენდერში წინადადებები 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ეტაპობრივად, 2025 წლის 31დეკემბრის ჩათვლით.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში2024 წლის 13 თებერვალს დაინიციირდა "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდებოდა. მის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მიუსაფარი ცხოველების მუნიციპალური თავშესაფრების აშენება სხვა ქალაქებთან ერთად სენაკსა და მესტიაშიც იგეგმება.

ზუგდიდის საკრებულომ მიუსაფარი "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი" 2023 წელს დაამტკიცა, რომელშიც მერიას კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნებისათვის ვადა 2024 წლის 1-ელ ივნისამდე, ხოლო თავშესაფრის მოსაწყობად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე განესაზღვრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
03 / მაისი 2025
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
02 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.