ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვები დაიწყო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჭაბუკა ლემონჯავას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლემონჯავამ სამსახურეობრივი უფლებამოსილებას გადააჭარბა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ფოთში 23 ივლისს მოხდა. პროკურატურის ცნობით, პოლიციელმა მოქალაქეს დაკავებისას ესროლა, როცა ის სწრაფი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

"არსებობს მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, მოწმის ჩვენებები, წერილობითი და ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ჭაბუკა ლემონჯავას ბრალეულობას ამტკიცებს", - თქვა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დავით პაპავამ.

რაც შეეხება ბრალდებულის უფლებადამცველს სოსო ჯანაშიას, მას მიაჩნია, რომ მტკიცებულებები რომელიც პროკურატურას გააჩნია, ლემონჯავას უდანაშაულობას ამტკიცებს. გარდა ამისა, არსებობს ორი პირდაპირი მოწმე, რომელიც ამ ფაქტის უშუალო თვითმხილველია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ლემონჯავას რამდენიმე თვიანი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა და პროკურატურის პოზიცია სხვა პოლიციელებს მოტივაციას უკარგავს.

" როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულმა არ გამოიჩინა წინდახედულება, როდესაც ის თავს იცავდა და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მოტივაციას უკარგავს სხვა თანამშრომლებს. დამნაშავემ ლემონჯავას ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, რის გამოც ის  საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც არსებობს. დამნაშავემ მესამეჯერაც სცადა ჩაერტყა პოლიციელისთვის, რა დროსაც ლემონჯავამ თავდაცვის მიზნით ესროლა მას", - აღნიშნა ჯანაშიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს აღმკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

"სასმართლოს ჯერ არ დაუწყია საქმეში არსებული მტკიცებულების განხილვა, როდესაც სასამართლოს მიერ არ დაკითხულა არცერთი მოწმე, მიმაჩნია, რომ არ უნდა შეიცვალოს აღმკვეთის ღონისძიება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოწმის ჩვენება იყოს ობიექტური და არ მოხდეს ამ პირებთან ზედმეტი კონტაქტი, რადგან  შეიძლება მცირე დეტალმაც ზეგავლენა მოახდინოს საქმეზე", - განმარტა პროცესზე მოსამართლემ.

შემდეგი სხდომა,  რომელზეც მოწმეები დაიკითხებიან, 2019 წლის იანვარში გაიმართება.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი პატიმრობაში დატოვა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.