არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში (ვიდეო)
14:13 / 18.05.2017
ზუგდიდში მოქმედმა 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ქალაქ ზუგდიდისა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრებს მიმართეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ერთობლივ
პრესკონფერენციაზე მათ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდეს,
გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და გადაწყვეტილება არა
პარტიული დირექტივებით, არამედ ადგილობრივების მოსაზრებების
გათვალისწინებით მიიღონ.
საუბარია რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ სხდომაზე,
რომელზეც მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი განიხილეს და
დოკუმენტი საკრებულოებს თანმხობის მისაღებად გადაუგზავნეს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ მომავალ პარასკევს არის ჩანიშნული
საკრებულოს სხდომა. მივმართავთ საკრებულოებს, რომ მოსახლეობასთან
დისკუსიების გარეშე არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მოქალაქეები უნდა
იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. გადაწყვეტილება არა პარტიულ
დირექტივებს, არამედ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას უნდა
ემყარებოდეს“, - აღნიშნა ორგანიზაცია „საუნჯეს“ თავმჯდომარემ
იაგო ფასანძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის
ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი
ეწინააღმდეგებიან თვითმმართველი თემისა და თვითმმართველი ქალაქის
გაუქმებას და მას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, რადგან, მისივე
თქმით, არსებული პრობლემების მოგვარება მეტი ფინანსური რესურსითა და
დამოუკიდებლობითაა შესაძლებელი.
„გვახსოვს დაპირება, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი
გაგრძელდებოდა, რაც მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნას ნიშნავს.
თუკი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შევადარებთ ევროპის მუნიციპალიტეტებს,
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტები გვაქვს. კიდევ ერთხელ
მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ამ გადაწყვეტილებაზე, არ შეეხონ
თვითმმართველ თემებსა და ქალაქებს“, - თქვა თოდუამ.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე „არასამთავრობოებმა“ მიმართვა
მუნიციპალიტეტის საკრებულოებს გადაუგზავნეს. მას ხელს აწერენ შემდეგი
ორგანიზაციები : „ საუნჯე“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება „
“ISFED”, „სამოქალაქო აქტოვობისა და თანასწორობის ცენტრი“, „ნეოგენი“,
„თანაზიარი“ და „მერკური“.
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 398 ადამიანი გამოკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა.
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები