ახალი ამბები
საჯარო მოხელეები ზუგდიდში, რომელთაც დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც არასრულად შევსებულ დეკლარაციებზეა საუბარი. TI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი შპს “ნუმარემაში” - 50%-იან წილს, შპს “ბერმუხა - 09ში” - 25%-იან, ხოლო შპს “ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკაში” - 1% წილს ფლობს.

შპს “ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის დირექტორს ბესიკ თოდუას კი 2018 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ის შპს “გდგ კომპანის” დირექტორია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.